ომარ კელაპტრიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დღეს, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახლემწიფო მუზეუმში საქართველოს სახალხო არტისტის, ომარ კელაპტრიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში ხელოვანის ბიუსტის გაიხსნა. ვირტუოზის მეგობრებმა და კოლეგებმა გაიხსენეს მისი შემოქმედება და დამსახურება ქვეყნის წინაშე. ომარ კელაპტრიშვილი სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული ხელოვანია. მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატმა, ხალხური თუ კლასიკური მუსიკის სალამურზე ვირტუოზული შესრულებით, საქართველოს სახელი მრავალჯერ გაიტანა მსოფლიოს გარეთ და მსმენელი იშვიათი და დახვეწილი საშემსრულებლო ოსტატობით გააოცა. იგი იყო სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელი და უცვლელი სოლისტი. მოგვიანებით დააარსა ანსამბლი „იავნანა“, რომელსაც შემდგომში მის პატივსაცემად „კელაპტარი“ დაერქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები