შარაბ ხოჭოლავას საიუბილეო, პერსონალური გამოფენა გაიმართა
საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიისა და მხატვართა კავშირის ინიციატივით, ზუგდიდში, არტგალერეაში, ამავე აკადემიებისა და მხატვართა კავშირის წევრის, ცნობილი ქართველი მხატვრის, შარაბ ხოჭოლავას საიუბილეო, პერსონალური გამოფენა გაიმართა. მხატვრის ნამუშევრები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი გოგოხიამ და ქალაქის საკრებულის თავმჯდომარემ, მერაბ ქვარაიამ დაათვალიერეს.