დავით უსუფაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მივიდა.
პარლამენტის თავმჯდომარე, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს შეხვედრას. დავით უსუფაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი დღესვე თავდაცვის მინისტრობის პოსტზე წარდგენილ თინა ხიდაშელსაც შეხვდება, თუმცა, ხიდაშელი მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ მისულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები