ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს რიგით 48-ე შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას

მიმდინარე წლის 2-3 მაისს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მონაწილეობს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ, რიგით 48-ე შეკრებაში, რომელიც წელს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმართება.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმს 3 ათასზე მეტი მონაწილე ჰყავს. მათ შორის არიან ფინანსთა მინისტრები, ცენტრალური ბანკების მმართველები, ინვესტორები, ბიზნესმენები, საზოგადოების წარმომადგენლები. ამავე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, რომლის დროსაც ნოდარ ხადური შეხვდება აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს ტაკეჰინო ნაკაოს (Nakao), აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს კლაუს გერჰოიზერს. შეხვედრებზე განიხილება საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
ბაქოში ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელს. კერძოდ, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ვიცე-პრეზიდენტს, ქეი იანაგისავას. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ფინანსთა მინისტრის შეხვედრები საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები