გიორგი მარგველაშვილი: რატომ უნდა ვილაპარაკო ხადურის სინტაქსით?

რატომ უნდა ვილაპარაკო ხადურის სინტაქსით, შეგიძლიათ ამიხსნათ? მე სხვა კლასიკოსებს ვარჩევდი – აღნიშნული პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „რეაქციის“ წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. წამყვანი დაინტერესდა, არსებული ეკონომიკური მდგომარობა, მოსახლეობისთვის შოკია თუ „შოკუნია“.
გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით მიღებული სურათი რთულია, რაც დიდწილად გარეფქატორებით არის გამოწვეული. მისი თქმით, ენერგიული ჩართულობა და ეფექტური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო იმისთვის, რომ ლარი დასტაბილურდეს.
„ეს არის სერიოზული სირთულე, ბუნებრივია, სირთულის დიდი ნაწილი არის გარემოს მიერ შექმნილი, რაც არის ჩვენს ირგვლივ ეკონომიკურად. თუმცა რამდენად მზად ვიყავით ჩვენ იმისთვის, რაც მოსალოდნელი იყო – დოლარის გამყარება, ეს არ არის ფორსმაჟორული ეკონომიკური პროცესი. რუსეთში, უკრაინაში ეკონომიკური პრობლემები აისახებოდა ჩვენს რეგიონზე, ეს მოსალოდნელი იყო. რამდენად ვიყავით ჩვენ მზად და რამდენად არსებობს ახლა ეფექტური ნაბიჯები, რომ მეტი უცხოური ინვესტიცია შემოვიდეს, მეტი ვალუტა შემოვიდეს ქვეყანაში და დასტაბილურდეს ლარი, ამასთან დაკავშდირებით მე ნათლად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია პარლამენტში და ვთქვი, რომ ენერგიული ჩართულობა ძალიან საჭიროა“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები