რომელ უბანს შეუწყდება გაზმომარაგება?

  საშუალო წნევის გაზსადენზე ავარიის აღდგენასთან დაკავშირებით, ვაზისუბნის ნაწილს, დღეს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება. “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, შეზღუდვები შეეხება: ვაზისუბნის დასახლების კორპ. 20ა, 21ა, 23, 26, 27, ვაზისუბნის IV მ/რ – კვ. 1, კვ. 2-ის, ვაზისუბნის III მრ-კვ. 2-ის და კვ. 1-ის, ვაზისუბნის I, II, IIა მ/რ-ის კორპუსებისა და მხატვრების დასახლების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომუნალურ და კომერციულ ობიექტებს. გაზმომარაგება აღდგება ეტაპობრივად, სამუშაოს დასრულებისთანავე.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები