დღეს შვიდმა მოსამართლემ ფიცი დადო

დღეს შვიდმა მოსამართლემ ფიცი დადო. ცერემონია უზენაეს სასამართლოში გაიმართა. მსმენელები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ წარადგინა. ღონისძიებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მოქმედი მოსამართლეები, ასევე, ნიდერლანდების სენატის თავმჯდომარე და სენატის წევრები ესწრებოდნენ. როგორც ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, ახალი მოსამართლეების დანიშვნას, ისევე როგორც სასამართლო სისტემის რეფორმის შედეგად, ახლო მომავალში სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის დაბრუნება უნდა მოჰყვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები