ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება – 2015 წლის მარტი

2015 წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4,3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2015 წლის I კვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ – 3,2 პროცენტი, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პრესცენტრი ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის იანვრიდან „საქსტატი“ ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად.
იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა, განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.

Untitled

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები