მესამე მასივში დასუფთავებისა და გამწვანების აქცია მოეწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ლევან დარახველიძის ინიციატივით, მესამე მასივში დასუფთავებისა და გამწვანების აქცია მოეწყო. თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებები შპს ,,თბილსერვის ჯგუფისა“ და დედაქალაქის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა.
ანალოგიური აქციები მესამე მასივის სხვადასხვა კვარტალში პერმანენტულად მიმდინარეობს და როგორც ადგილობრივი მოსახლეობა და სკოლის მოსწავლეები, ასევე, სამაჟორიტარო ბიუროს წევრები აქტიურად მონაწილეობენ.
ლევან დარახველიძის თქმით, დღეს მესამე მასივში 150 ძირი ფოთლოვანი ხე დაირგო. ზემო პლატოზე სკვერის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ, ლევან დარახველიძემ ბავშვებთან ერთად ნერგები დარგო, მოგვიანებით კი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნული სკვერის კაპიტალურად მოპირკეთებას დაჰპირდა. დასუფთავებისა და გამწვანების აქციის დასასრულს, კერძო სკოლა-ლიცეუმის ,,ოპიზა“ მოსწავლეებმა ე.წ. ფლეშმობი წარმოადგინეს და აღნიშნულ ღონისძიებებში მათი ჩართულობისთვის დეპუტატს მადლობა გადაუხადეს. დარახველიძემ დღესვე ბიუროში მოქალაქეთა მიღება გამართა და მესამე მასივში მდებარე ორი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები