ერთი დოლარი 2.3093 ლარი ღირს
ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. დღეს მოქმედი კურსით 1 დოლარი 2.3087 ლარი ღირს, ხვალიდან კი 2.3093 ლარი ეღირება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5407 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5239 ლარს შეადგენდა.