„ლარის კურსი კიდევ უფრო დაიწევს“

„ლარის კურსი კიდევ დაიწევს, იმიტომ რომ ქვეყნის ეკონომიკაში არაფერი დადებითი არ ხდება“, – აღნიშნული განცხადება ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
გიორხელიძის განცხადებით, პრობლემა ლარის კურსს უკვე გასცდა და ქვეყანას დღეს მაკროეკონომიკური პოლიტიკის პრობლემა აქვს. ექსპერტი ვარაუდობს, რომ შექმნილ მძიმე მდგომარეობას მთავრობაში სერიოზული ცვლილებები მოჰყვება.
„ჩვენ უკვე მივედით იმ პრობლემამდე, რომელსაც მაკროეკონომიკური პოლიტიკა ჰქვია. მივედით შედეგამდე, როდესაც უკვე ჩანს, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო დაიწევს, იმიტომ რომ ქვეყნის ეკონომიკაში დადებითი არაფერი არ ხდება. ზეწოლა ლარზე არ იხსნება, იმპორტზე ჩამოკიდებულ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება ისევ მკვდარია. ამ ვარდნამ კატასტროფის წინაშე დააყენა მცირე და საშუალო ბიზნესი. დევალვაციის გამო მოსახლეობის შემოსავალი კიდევ უფრო შემცირდა და მივიღეთ შედეგი, რომელიც უკვე ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებს სცილდება. ისეთი პროცესები მიდის, რომ მთავრობაში სერიოზული ცვლილებები მოხდება. ჩვენ ვერ ვხედავთ აქტიურ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საშუალებას მისცემს ეკონომიკურ ზრდას და შექმნის სამუშაო ადგილებს“,- განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები