პირადობის ახალი მოწმობის აქციის შედეგად იუსტიციის სახლებში მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა

 20-24 აპრილის კვირაში საქართველოს მასშტაბით არსებული იუსტიციის სახლები დღეში საშუალოდ 20 766 მომხმარებელს მოემსახურა. საერთო ჯამში კი, კვირის განმავლობაში 63 660 მომხმარებელს. იუსტიციის სახლის ხარისხის მართვის სამსახურის ინფორმაციით, მარტო თბილისის იუსტიციის სახლი 20-24 აპრილის შუალედში დღეში 10 305 მომხმარებელს მოემსახურა, კვირის განმავლობაში კი 41 220-მა მოქალაქემ მიიღო მომსახურება. მომხმარებელთა 66,9% -ს სასურველი სერვისის მისაღებად 5 წთ-მდე ნაკლები ლოდინი მოუწია. გასულ კვირას განსაკუთრებით გაიზარდა მომხმარებელთა რაოდენობა იუსტიციის სახლების სრული მასშტაბით, რაც გამოიწვია პირადობის ახალი მოწმობის აქციამ, რომელიც 20 აპრილს დაიწყო და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები