„ახალი ხელისუფლების რეფორმები აშშ-ს მხრიდან აბსოლუტურად მხარდაჭერილია“

  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აშშ-ს მაღალი თანამდებობის პირები – პრეზიდენტი ბარაკ ობამა, კონგრესმენები, სენატორები და თეთრი სახლის ადმინისტრაცია ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავენ საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ მიღწეულ წარმატებებს. ამის შესახებ პრემიერმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ისინი აღნიშნავენ იმას, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლება იყო და არის ძალიან კონსტრუქციული. აღნიშნავენ ჩვენს დამსახურებას იმაში, რომ კოჰაბიტაციის პროცესი ვმართეთ წარმატებულად. ხაზს უსვამენ ყოფილი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის დამსახურებას.
მე მოვისმინე რამდენიმე მაღალი დონის პოლიტიკოსის შეფასება, რომ ეს იყო, მართლაც, უპრეცედენტო დემოკრატიული სამყაროსთვის. ის დიდი ნახტომი, რასაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია გასულ წელს და ის რეფორმები, რაც გრძელდება დღეს, არის აბსოლუტურად მხარდაჭერილი ამერიკის მხრიდან. ეს დაადასტურა პრეზიდენტმა ობამამ, ვიცე-პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები