საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ზეთისხილის ხეების დარგვის აქცია გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ინიციატივით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ დაფუძნებული ფონდის „გაამწვანე საქართველოს“ მხარდაჭერით, წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა საკრებულოს ისტორიული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ზეთისხილის ხეების დარგვის აქციაში მიიღეს მონაწილეობა. გამწვანების აქციას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი შეუერთდა და ზეთისხილის ნერგები კოლეგებთან ერთად დარგო. ღონისძიებას საპატრიარქოს ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ დირექტორი გიორგი სვანიძე და ფონდის სხვა წევრები დაესწრნენ.

22721_380488088810241_336221895754324423_n

11059558_380488102143573_2098570910238568362_n

11118487_380488075476909_5826569798417712409_n

11159553_380488165476900_5640684418321134672_n

11181386_380488228810227_6147023974844976153_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები