ირაკლი ალასანია მარათონისთვის ემზადება

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია 3 მაისს დაგეგმილ მსოფლიო მარათონში ერთვება და მეგობრებთან ერთად, ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების აქციაში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ განცხადებას ალასანია სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
„ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი უნდა გახდეს! 3 მაისს მთელი მსოფლიო მარათონ “Wings For Life World Run”-ის ფარგლებში ამ გზავნილით გაერთიანდება. მე ჩემს მეგობრებთან ერთად დიდი სიამოვნებით ვერთვები ამ აქციაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
3 მაისს, კახეთში ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება – მსოფლიო რბენა უკვე მეორედ გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ასი ათასობით ადამიანი 33 ქვეყნიდან გაერთიანდება იმისთვის, რომ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს.
რბენაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ვებგვერდზე: www.wingsforlifeworldrun.com მიმდინარეობდა. ღონისძიება 3 მაისს, 15:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები