C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის მსურველების რეგისტრაცია 28 აპრილიდან დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის მოaდგილის ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად, პაციენტების რეგისტრაცია 28 აპრილიდან დაიწყება. მისივე განმარტებით, პროგრამაში ჩართვის მსურველებმა, დოკუმენტაცია თბილისში სოციალური მოსმახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებსა და ცენტრალურ ოფისებში უნდა წარადგინონ. მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს პირადობის მოწმობის ასლი, ფორმა N100, ბოლო პერიოდში ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები.
“პირველ ეტაპზე პროგრამას მოემსახურება სამი კლინიკა – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი, “ჰეპა” და “ნეოლაბი”. დოკუმენტაციისთვის საჭირო ფორმა N100 პაციენტებმა სწორედ ამ კლინიკიდან უნდა წარმოადგინონ. ეტაპობრივად პროგრამას სხვა კლინიკებიც შემოურთდებიან, მათ შორის რეგიონებში. მედიკამენტების გაცემა ამ ეტაპზე ამ სამი კლინიკიდან მოხდება”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მინისტრის განმარტებით, ელიმინაციის პირველ ეტაპზე, მკურნალობის პროცესში ის ადამიანები ჩაერთვებიან, ვისი მდგომარეობაც განსაკუთრებით მძიმეა. აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის პირველი ეტაპი 5 ათას ადამიანზეა გათვლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები