რაჭა-ლეჩხუმში ახალი ვენახების გაშენება დაიწყო

რაჭა-ლეჩხუმში ახალი ვენახების გაშენება დაიწყო, ამის მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული ახალი პროექტების და ყურძენზე გაზრდილი ფასი გახდა. როგორც “კვირას” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ცაგერის რაიონის სოფელ ოყურეშში 10 ჰექტარზე უსახელაურის ჯიშის 20 ათასი ვაზის ნერგი ჩაიყარა, ამჟამად კი მიმდინარეობს 5 ათასი ვაზის ძირის გაშენება. მათივე ინფორმაციით, ახლად გაშენებული ვენახი დღეს რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ ცაგერის მუნიციპალიტერის გამგებელთან ერთად დაათვალიერა.
როგორც კერძო ინვესტორებმა განაცხადეს, ამ ეტაპისთვის განხორციელებულია ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია, დასაქმებულია 60–მდე ადამიანი. პროექტი 4 წელზეა გათვლილი და ითვალისწინებს ღვინის ქარხნის მშენებლობასაც, რის შემდეგაც ყურძნიის გადამუშავება და ღვინის წარმოება ადგილზე მოხდება. ახალი სავენახე ფართობების ათვისება ლეჩხუმის გარდა, რაჭაშიც აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია რომ 2014–2015 წლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ათვისებულ იქნა 45 ჰა სავენახე ფართობი, სადაც უნიკალური ვაზის ჯიშის (ალექსანდრეულ–მუჯურეთული) 120 ათასი ძირი გაშენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები