ბიძინა ივანიშვილი: ძალიან ხშირად, სინდისდაკარგული პირი არასამთავრობო სექტორში პოულობს თავის ადგილს

 

მე და ნებისმიერი მოქალაქე არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა მოექცეს მოწიწებით, – ამის შესახებ ყოფიმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „კვირის 20/30“ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ხშირად არასამთავრობო სექტორის დისკრედიტირება ხდება, რადგან ბევრი პოლიტიკური წარსული მქონე, სინდის და იმიჯდაკარგული პირი სწორედ იქ პოულობს თავის ადგილს.

„მე და ნებისმიერი მოქალაქე არასამთავრობო ორგანიზაციებს მოწიწებით და ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოექცეს. არასამთავრობო სექტორის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ხარისხზე ძალიან დიდად არის დამოკიდებული დემოკრატიული ინსტიტუტების ხარისხი და კონტროლი. ხშირად ხდება დისკრედიტირება ასეთი საინტერესო სექტორის, საზოგადოების ასეთი საინტერესო ნაწილის, რადგან ყოფილი პილიტიკური პირი, ძალიან ხშირად იმიჯდაკარგული და სინდისდაკარგული სწორედ აქ პოულობს თავის ადგილს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები