უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომარი ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომარი ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენეს. პროცესია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოსკენ მიემართება, სადაც დაღუპულ მებრძოლს დაკრძალავენ. უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი გიორგი ჯანელიძე საქართველოში პარასკევს, გვიან ღამით ჩამოასვენეს.
მის ცხედარს საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს და უკრაინის საელჩოს, ასევე უკრაინაში გარდაცვლილი სხვა ჯარისკაცების ოჯახის წევრები, ასევე, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები დახვდნენ.
გიორგი ჯანელიძე ბატალიონ „აზოვში“ ირიცხებოდა. ის სოფელ შიროკინოსთან შეტაკებების დროს 18 აპრილს გარდაიცვალა.