ნოდარ ხადური: ბიუჯეტი ლარის კურსის ცვლილებაზე გავლენას არ ახდენს

ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის ცვლილებას დროებით მოვლენად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე სახელმწიფო ბიუჯეტი არანაირ გავლენას არ ახდენს. ფინანსთა მინისტრმა ქუთაისში ბიზნესმენებთან და მეწარმეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი უწყება ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობს ინფლაციის პრობლემის მოსაგვარებლად.
„ლარის კურსის ცვლილებაზე ზეგავლენას ბიუჯეტი არანაირად არ ახდენს. ჩვენ ვმუშაობს ეროვნულ ბანკთან ერთად. იმედია, ეს პროცესი შედეგს აუცილებლად გამოიღებს. მე მინდა ვთქვა, რომ ლარის კურსის ცვლილება ეს არის დროებითი მოვლენა”, – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები