ჩაქვი-მახინჯაურის მარჯვენა გვირაბში მოძრაობა იკრძალება

ჩაქვი-მახინჯაურის მარჯვენა გვირაბში მოძრაობა დროებით იკრძალება. როგორც “კვირას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი–სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის, ჩაქვი–მახინჯაურის გვირაბების მისასვლელებთან ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 25 აპრილის 15:40 საათიდან 29 აპრილის საღამოს 20:00 საათამდე მარჯვენა გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება მარცხენა გვირაბში ორმხრივი მიმართულებით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს–ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 23 აპრილს (#20/8-862000) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები