7 წლის ბუკა ნიკურაძეს პრემიერ-მინისტრის საჩუქარი გადასცეს

7 წლის ბუკა ნიკურაძეს პრემიერ-მინისტრის საჩუქარი გადასცეს. პატარა, რომელსაც გუშინ ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ მოინახულა და პრემიერ-მინისტრის საჩუქარი გადასცა.
კობახიძის ინფორმაციით, ბუკა ამ დროისთვის უკეთესად არის.
ბუკა ნიკურაძეს ოპერაცია სტამბოლის ერთ-ერთი კლინიკაში ჩაუტარდა.
7 წლის ბუკა ნიკურაძეს ლეიკემია აღმოაჩნდა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილმა სოლიდარობის ფონდმა მისი მკურნალობა 53 000 აშშ დოლარით დააფინანსა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები