იურიდიული დახმარების ცენტრი სოციალურად დაუცველებს უფასოდ მოემსახურება

იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა მელიტონ ბენიძემ საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ახალი მასშტაბური პროექტის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებისთვის უფასო იურიდიული დახმარების შესახებ განმარტება გააკეთა.
ბენიძის განცხადებით პროექი სოციალურ ხასიათის არის და უმეტესად სოციალურად დაუცველ, გადახდის უუნარო მოსახლეობას მოემმსახურება, თუმცა კანონი გარდა სოციალური სტატუსისა და მათ პირთა გარკვეული კატეგორიის დახმარებას ავალდებულებს.
„ იურიდული დახმარების ცენტრი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ცენრი არ ექვემდებარება არცერთ უწყებას, ხოლო ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. წელიწადში ერთხელ სამსახურის დირექტორი ანგარიშს წარუდგენს პარლამენტს. ეს არის სოციალური პროექტი რომელიც მოსახლეობას უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს. ძირითადში ეს სერვისი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის არის ხელმისაწვდომი. ჩვენი სერვისით ისარგებლებენ პირები რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან. ჩვენ მოვემსახურებით იმ ადაიანებს რომლებიც არ ფლობენ 70 000 ზე მეტს ქულას და რიგ შემთხვევებში ეს შეეხება 100 000 ქულის მქონესაც“- განაცხადა ბენიძემ.
მისივე განცხადებით, გარდა სოციალურად დაუცველებისა იურიდიული მომსახურება იმ პირებს შეეხება, რომელთა მიმართებაშიც კანონმდებლობა სავალდებულო დაცვის შემთხვევებს ითვალისწინებს.
„ ეს არის სისხლის სამართალ წარმოება, სისხლის სამართლის საპროცესო კანომდებლობის თანახმად.რიგ შემთხვევებში პირს ეკუთვნის სავალდებულო დაცვა მიუხედავად სოციალური სტატუსისა და მისი ნებისა. მაგალითად იმ შემთხვევაში თუკი პირი არასრულწლოვანია. თუკი პირის მიმართ შესაძლებელია გამოყენებული იქნას სამუდამო პატიმრობა. თუკი ეს არის არაიდენტიფიცირებული პირი და ასე შემდეგ. იურიდიული დახმარების ბიურო ყველა რეგიონშია წარმოდგენილი. ამ დროისთვის 11 ასეთი ბიურო გვაქვს. მომსახურება საჭიროებისამებრ შესაძლოა კონსულტაციიდან დაწყებული სასამართლო წარმომადგენლობის ჩათვლით გაეწიოთ“ – განაცხადა მელიტონ ბენიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები