ქართული ანბანი შეიძლება იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობაში მოხვდეს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში ნომინაცია „ქართული დამწერლობის სამი ტიპის კულტურა“ წარადგინა.
გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული პროცედურები სჭირდება და შესაბამის ვერდიქტს იუნესკოს კომიტეტი 2016 წლის ბოლოს გამოიტანს. ნომინაციის სახელწოდებაა „ქართული დამწერლობის სამი ტიპის კულტურა“. ის აერთიანებს ასომთავრულ, ნუსხურ და მხედრულ ანბანებს.
აღსანიშნავია, რომ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში იქვე შეტანილია ორი ქართული ძეგლი – ესენია პოლიფონია (მრავალხმიანი სიმღერა) და ქართული ღვინის წარმოების უძველესი ტრადიცია. ის ამ ჩამონათვალში მხოლოდ გასულ წელს იყო შეტანილი.
როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა რუსუდან მირზიკაშვილმა განაცხადა, ყოველწლიურად იუნესკოში მსგავსი ტიპის უამრავი განაცხადი შედის, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს განაცხადი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მას წარმატების დიდი შანსი აქვს.