„ჰოუმმარტი“ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საქველმოქმედო ფესტივალს უმასპინძლებს (ფოტო,ვიდეო)

 

ჭავჭავაძის №37 ლ-ში მდებარე სავაჭრო ცენტრი “ჰოუმმარტი” საქველმოქმედო ფესტივალს “გაზაფხულის ყვავილებს” 24-26 აპრილს უმასპინძლებს.

ფესტივალი კომპანია “აგრომაქს დეკორის” უნიკალური ჯიშის დეკორატიული მცენარეების გამოფენა-გაყიდვით გაიხსნა და 26 აპრილს ბავშვების საგაზაფხულო კოსტიუმების ჩვენებით დასრულდება.

ასევე, სავაჭრო ცენტრის სახლისა და ლოგოს პრეზენტაცია გაიმართება.

საგაზაფხულო ჩვენებაში აკაპელა “The Quintessence” მიიღებს მონაწილეობას.11156797_368744649987593_789195991_n

ჯგუფის პროდიუსერის, ბუკა კარტოზიას თქმით, ჯგუფი The Quintessence”   ამ პროექტში მონაწილეობით ფესტივალს, ფესტივალის მიზანსა და შესაბამისად, სოციალურად დაცველ ბავშვებს, მხარდაჭერას უცხადებს.

“ჯგუფი The Quintessence”  მიიღებს ამ პროექტში მონაწილეობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ და გვერდში ვუდგავართ ამ საქველმოქმედო ღონისძიებას, ღონისძიების მიზანსა და შესაბამისად, სოციალურად დაუცველ ბავშვებს. მიხარია, რომ  წვლილს შევიტანთ ფესტივალისა და შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ბავშვების ერთი დღის გალამაზებაში”, – განაცხადა ბუკა კარტოზიამ.

ღონისძიება 26 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება და მსურველთათვის დასწრება თავისუფალი იქნება.

ღონისძიებას მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე წაიყვანს.

როგორც ვარდოსანიძემ “კვირას” განუცხადა, მისთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება.

“ღონისძიებას მე გავუძღვები. ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ პროექტში მონაწილეობა, ამ ღონისძიების წაყვანა, რადგან საქმე ბავშვებს და მათ კეთილდღეობას ეხება. მიმაჩნია, რომ ყველა ბავშვი ბედნიერი უნდა იყოს და ყველამ, როგორც შეგვიძლია, ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ მათ ბედნიერებაში”, – განაცხადა გიორგი ვარდოსანიძემ.

აღსანიშნავია,  რომ ამ ფესტივალის ფარგლებში ა(ა)იპ “ჩემი სახლის” სოციალურად დაუცვ11124170_368745253320866_2004806264_nელი მოზარდები, “ხელოვნების სახლის” აღსაზრდელებთან ერთად, თეატრალიზებულ ჩვენებას მოაწყობენ, რაც საგაზაფხულო კოსტიუმების ჩვენებასა და გამოყენებითი ხელვნების დარგში საკუთარი ნამუშევრების გამოფენას გულისხმობს.

როგორც “ჩემი სახლის” ხელმძღვანელმა, ნინელი ჭანკვეტაძემ “კვირას”  განუცხადა, პროექტის მთავარი მიზანი სოციალურად დაუცველი ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათი ფსიქორეაბილიტაციის ხელშეწყობაა.

“სწორედ ამ მიზნით ა(ა)იპ “ჩემი სახლი” აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებას და მადლობას გამოხატავს ყველა იმ კომპანიისა და სტრუქტურის მიმართ, ვინც იზიარებს და მხარს უჭერს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას”, – აცხადებს ნინელი ჭანკვეტაძე.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერია  პორტალი “კვირა” .

როგორც “კვირას” კომერციულმა დირექტორმა, ანა ჩანგიანმა განაცხადა, პორტალი “კვირა” საქველმოქმედო ღონისძიებების აქტიური საინფორმაციო მხარდამჭერია და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

“აღნიშნული ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რადგან  სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის კეთდება.  პორტალი “კვირა”  მსგავსი საქველმოქმედო პროექტების აქტიური საინფორმაციო მხარდამჭერია და მომავალშიც ასე გაგრძელდება.  მინდა, საქართველოში ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს, განსაკუთრებით კი, სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომელთაც ძალიან  სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა”, – განაცხადა ანა ჩანგიანმა. 11166014_368745073320884_319036818_n

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი “გაზაფხულის ყვავილები” სავაჭრო ქსელ “ჰოუმმარტის” ორგანიზებით ტარდება. ღონისძიებაში მონაწილეობას 15 ბავშვი მიიღებს და  მათ “ჰოუმმარტში” მდებარე მაღაზიებისგან სპეციალური საჩუქრები გადაეცემათ.

როგორც “ჰოუმმარტის” წარმომადგენელმა, თამარ ჭავჭანიძემ განაცხადა, მათი მთავარი მიზანი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ოჯახური გარემოს შექმნაა.

“მოხარულები ვართ, რომ სოციალურად დაუცველ ბავშვებს ერთ ლამაზ დღეს ვაჩუქებთ. ზოგადად,  “ჰოუმმარტის” კონცეფცია სახლის თემას აერთიანებს, აქ ყველაფერია სახლისთვის და ვფიქრობთ, ბავშვებს უფრო მეტად შევუქმნით ოჯახის გარემოს”, – განაცხადა “ჰოუმმარტის” წარმომადგენელმა თამარ ჭავჭანიძემ.

სავაჭრო ქსელი  “ჰოუმმარტი”  “არქი თაუერის” საცხოვრებელ კომპლექსში მდებარეობს, სადაც 23-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 2016 წელს დასრულდება.

“ჰოუმმარტში” განთავსებულია შემდეგი მაღაზიები: Super, Super Toys, Super Home, Brabantia, Laboratory My home, English Home, Lotto, Aspria, Penti, LifeStyle, Musera, Mandarina, Brandani, Aurelka Orthopedic Shoes, Akimov, Megatechnica, ნინუცას აქსესუარები.
R

 11186198_977699715587347_1192414418_n

11118252_977699818920670_1499477062_n

11122017_977699665587352_281375245_n

11125319_977699748920677_1454527248_n

11157902_977699722254013_2110712168_n

11158088_977699822254003_1069959488_n

11160198_977699685587350_1971524530_n

11160253_977699695587349_358016490_n

11168978_977699678920684_2051477216_n

11173617_977699708920681_377006571_n

11178399_977699798920672_13193337_n

11178539_977699752254010_411584013_n

11178659_977699718920680_123658905_n

11180142_977699692254016_1003138131_n

11180246_977699758920676_1152858658_n

11180271_977699805587338_1782930058_n

11185753_977699705587348_1195675114_n

11185854_977699802254005_1580741034_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები