საქართველოში Weekend Max Mara -ს ოფიციალური მაღაზია იხსნება
საქართველოში Weekend Max Mara -ს ოფიციალური მაღაზია იხსნება
პრემიუმ კლასის იტალიური ბრენდი Max Mara, პირველ ოფიციალურ მაღაზიას Weekend Max Mara -ს თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. #50-ში ხსნის.
მაღაზიის ოფიციალური გახსნის ცერემონია, 25 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება. ღონისძიებას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი, იტალიის ელჩი – ფედერიკა ფავი, კერძო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების დამფუძნებლები და ცნობილი ადამიანები დაესწრებიან.
Weekend Max Mara-ს ახალ მაღაზიაში, გაზაფხული – ზაფხული 2015 კოლექცია იქნება წარმოდგენილი. პრემიუმ ბრენდის გაზაფხულის კოლექციისთვის, დამახასიათებელია „Flower Art“ ტენდენცია, რომელიც შთაგონებულია ხელოვნებით. კოლექციაში დომინირებს გრაფიკული ელემენტები, ფუნჯით ნახატები, წყლისფერი ეფექტები და მრავალფეროვანი ყვავილების პრინტები პასტელის ფერებში. რაც შეეხება Weekend Max Mara-ს ზაფხულის კოლექციას, მისი ფერები ორიენტირებულია ლურჯი, შავი, ჟოლოსფერი და თეთრი ფერების გარშემო, დატვირთულია ნაქარგი დეტალებით, ინდური შტრიხებით და სხვა.
Weekend Max Mara წარმოადგენს Max Mara Group-ის ხაზს – „ცხოვრების სტილი“) რომელიც 1984 წელს შეიქმნა და მომხმარებელს ყოველდღიურად მოსახმარ ტანისამოსს სთავაზობს, ასევე იდეალურ სამოსს weekend-სთვის. Max Mara-ს ეს ხაზი სწრაფად განვითარდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა მოდის სამყაროში.
Weekend Max Mara საკმაოდ მრავალფეროვანია ნებისნიერი გემოვნების ქალბატონის გარდერობის სრულყოფისთვის. ის მოიცავს ყველა კატეგორიის სამოსს (პიჯაკები, ნაქსოვი ნაწარმი, პერანგები, მაისურები, ჯინსის სამოსი და ბევრი სხვა). ასევე გვთავაზობს აქსესუარების სრულ ხაზს (ფეხსაცმელი, ჩანთები, შარფები, ქამრები, შალის მოსასხამები და სამკაული,) Max Mara ქალბატონებისთვის ქმნის სპეციალურ დიზაინს მათი სურვილების და საჭიროებების მიხედვით.
სეზონიდან სეზონამდე, ბრენდის ფართო სპექტრი, მთელ მსოფლიოში იზრდება. Weekend Max Mara-ს აქვს 160 -ზე მეტი მაღაზია იტალიის, ევროპისა და შორეული აღმოსავლეთის წამყვან სავაჭრო ცენტრებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდი ბრიტანეთში, იაპონიისა და ჩინეთის დიდ სავაჭრო ცენტრებში.
R