„შეხვედრის საბა-ბი” თავისუფალ უნივერსიტეტში

  ლიტერატურული პრემია „საბა“უმაღლეს სასწავლებლებში შეხვედრების ციკლს აგრძელებს. 27 აპრილს, 13:00 საათზე, „შეხვედრის საბა-ბი“ თავისუფალ უნივერსიტეტს ეწვევა. „საბას“ ნომინანტი, მთარგმნელი და პუბლიცისტი, ლევან ბერძენიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას, თემაზე: „რას გვაძლევს მხატვრული ლიტერატურა?“ ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს ქართულ ენაზე გამოცემულ მრავალფეროვან ლიტერატურას, სტუდენტებს დაურიგებს ფასდაკლების ვაუჩერებს, შემოქმედებითად მოტივირებულ სტუდენტებს საშუალებას მისცემს დარეგისტრირდნენ ელექტრონულ გამომცემლებად, დაეხმარება მათ საკუთარი ტექსტების რედაქტირებაში, ყდის დიზაინის დამზადებასა და ვებგვერდზე განთავსებაში. თითოეულ მსურველს საშუალება მიეცემა, განათავსოს და გაყიდოს თავიანთი ნაწარმოებები saba.com.ge-ზე, რომელსაც ამჟამად 70 000-მდე მომხმარებელი ჰყავს, და, ამავე დროს, ავტომატურად მოხვდეს პრემია „საბას“ კონკურსანტთა სიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები