ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, 25 აპრილიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2844 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2589 ლარს შეადგენდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან, 25 აპრილიდან ერთი ევროს შეძენა 2.4747 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4279 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0468 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები