ოზურგეთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

29 აპრილს და 1 მაისს, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება. პირველად ოზურგეთის თეატრის 147 წლის ისტორიაში მსოფლიოში აღიარებული დრამატურგის ჟან ანუის „ანტიგონე“ დაიდგმება. ქართულ სცენაზე კარგად აპრობირებულ პიესას ოზურგეთის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვასილ ჩიგოგიძე დგამს.
სპექტაკლის მხატვარია გია გვიჩია, მუსიკალური გამფორმებელი – გოგა მახარაძე, ხოლო ქერეოგრაფი – მარიკა ქვეთაია.
სპექტაკლში მთავარ როლებს ასრულებენ: თამარ მდინარაძე (ანტიგონე), ალექსანდრე ლომიძე (კრეონი), გიორგი დოლიძე (ჰემონი), შორენა გვეტაძე (ისმენე), ბელა კიკვაძე (ძიძა), ზაირა თოთიბაძე (ევრიდიკე) და სხვები.
აღსანიშნავია, რომ კრეონის როლზე ოზურგეთის თეატრში მოწვეულია საქართველოს დამსახურებული არტისტი, კინოს, ტელესერიალების და თეატრის ცნობილი მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე.
„ანტიგონეს სახე კაცობრიობას მოყვება მითებიდან და არის მარად ამბოხი უკვდავი სულის სიმბოლო. ადამიანი თავისუფალია, მაგრამ ხშირად გვჭირდება ამ თავისუფლებისათვის ბრძოლა. ასე იყო ანტიკურ თუ თანამედროვე რეჟიმებში. ყველა ეპოქაში დგება ადამიანის წინაშე გამოწვევა: იბრძოლოს ძალმომრეობის წინააღმდეგ, სამართლიანობისათვის, სულიერი სიწმინდისათვისა და ზნეობისათვის… კანონი, სახელმწიფო, პიროვნება – ეს ღირებულებები უპირისპირდება ერთმანეთს… პოზიციების დაპირიპირება ანტიგონესა და კრეონტის პერსონაჟების სახით დღესაც აქტუალური თემაა, დღესაც ბევრ საფიქრალს ტოვებს. საუკუნეების წინ დასმულ შეკითხვებზე დღესაც ვერ უპოვია ერთმნიშვნელოვანი პასუხები კაცობრიობას, ასე იყო და ახლაც – 21-საუკუნეშიც ასეა. მინდა ჩემი „ანტიგონე“ იყოს უტეხი სულისა და დაუმორჩილებლობის სიმბოლო. დანარჩენზე კი თავად სპექტაკლიდან შეიტყობთ,“ – ამბობს რეჟისორი ვასილ ჩიგოგიძე.

11160256_843916772324043_1913450501_n

11185755_843916762324044_1666053472_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები