თბილისში საერთაშორისო სტუდენტური მუსიკათმცოდნეობის კონფერენცია-კონკურსი გაიხსნა

თბილისის კონსერვატორიაში მეექვსე საერთაშორისო სტუდენტური მუსიკათმცოდნეობის კონფერენცია-კონკურსი გაიხსნა.

კონფერენციაში ქართველი და უცხოელი სტუდენტები მონაწილეობენ, რომელთა ნამუშევრებსა და მოხსენებებს საერთაშორისო ჟიური აფასებს.

გარდა სასესიო ნაწილისა, ჟიურის მოწვეული წევრები, მასტერკლასებისა და ლექციების სახით, თავიანთ ქართველ კოლეგებსა და მომავალ მუსიკალურ მკვლევარებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები