პრემიუმ კლასის სამკაულების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

25 აპრილს, 20:00 საათზე, გალერეა „ვაჩეში“ პრემიუმ კლასის სამკაულების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. „ვაჩეს“ თითოეული სამკაული ინდივიდუალური და ექსკლუზიურია, რომლის დიზაინი არ მეორდება. კოლექცია წლების განმავლობაში იქმნებოდა. ძვირფასი ლითონი და ბუნებრივი ქვა საგულდაგულოდ ირჩეოდა და მუშავდებოდა. ამიტომ, თითოეულ ნაკეთობას თავისი სახელი და ისტორია აქვს. მისი შეძენით მფლობელი პრემიუმ კლასის სამკაულისა და ისტორიის მფლობელი ხდება. ბრენდი ვაჩე 2005 წელს დიზაინერ ინგა ვაჩეიშვილის მიერ დაარსდა. მის მიერ ძვირფასი ქვებისგან შექმნილ სამკაულებს უკვე უმასპინძლა კანდისკის გალერეამ {ვენა], სადაც ავანგარდულ სტილს დიდი მოწონება ხვდა წილად. პრემიუმ კლასის სამკაულების გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება 11 ბეჭედი, რომელზეც დიზაინერი შვიდი წლის მანძილზე მუშაობდა. სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა კატალოგიც, რომელშიც ფოტოხელოვან გურამ წიბახაშვილის ფოტოებია შესული. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი, მახინჯაურის მარტოხელა დედათა თავშესაფარს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები