თბილისის მერიის ბიგ-ბენდი ორხევის მუსიკალური სასწავლებლის ორკესტრს მასტერკლასს ჩაუტარებს

დღეს, თბილისის მერიის ბიგ- ბენდი ორხევის მუსიკალური სასწავლებლის ორკესტრს მასტერკლასს ჩაუტარებს. მასტერკლასის დროს, თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი რამდენიმე ცნობილ თემას შეასრულებს. მუსიკოსები ისაუბრებენ იმ კონკრეტული ნაწარმოებების შესრულების ტექნიკაზე და უპასუხებენ ახალგაზრდების შეკითხვებს. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ეს ტრადიცია ბიგ-ბენდმა წელს აღადგინა და მსგავს ღონისძიებებს წელიწადში ორჯერ გეგმავს. ორხევის მუსიკალური სასწავლებლის ორკესტრი დაკომპლექტებულია მუსიკალური სკოლის სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებით. მასტერკლასის შემდეგ ახალგაზრდა მუსიკოსების მიერ შემდგარი ორკესტრი კონცერტს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები