რომან გოცირიძეს პრეზიდენტის თავმდაბლური ცხოვრების წესი მოსწონს

   ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრჩეველს ეკონომიკურ საკითხებში რომან გოცირიძეს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თავმდაბლური ცხოვრების წესი მოსწონს. ექსპერტი სოციალურ ქსელ ფეისბუქში გიორგი მარგველაშვილის დუშეთის სამუშაო ოთახში გადაღებულ ფოტოს ეხმაურება. როგორც გოცირიძე აცხადებს, ის ფაქტი, რომ გიორგი მარგველაშვილი ფეხით დადის, არ არის უბრალო მესიჯი. „პირიქით, ძალიან მომეწონა. ფეხითაც რომ დადის (თუნდაც ხანდახან). არ არის უბრალო მესიჯი. „ჯიპების“ სკანდალების ფონზე თავმდაბლური ცხოვრების წესი კარგის ნიშანია. გაორებული გრძნობა მაქვს გიორგისადმი (შეგნებულად არ ვხმარობ პრეზიდენტს. უბრალოდ პიროვნებას ვგულისხმობ). ერთი მხრივ, ჩოხოსანი მეგობრები და, მეორე მხრივ, მშვენიერი მაკა. მაინც ეს უკანასკნელი უფრო მგონია მისი “მეს”ნამდვილი ნაწილი“,- წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ რომან გოცირიძე ბოლო რამდენიმე წელიწადი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში მუშაობდა და პრეზიდენტის მრჩეველი იყო ეკონომიკურ საკითხებში.

Untitled

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები