თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლ „კუკარაჩას“ ჩვენება გაიმართა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლის „კუკარაჩა“ ჩვენება გაიმართა. ღონისძიება სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ხსოვნას მიეძღვნა. სააქტო დარბაზის ფოიეში შედგა დაღუპული პოლიციელის ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ბექა მარგიშვილის ოჯახის წევრები, სტუდენტები. აქციის ორგანიზატორია სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობა, რომელსაც მხარი დაუჭირა მოზარდმაყურებელთა თეატრმა.