„სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების შესახებ ასამდე საქმეზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრმა პაატა კიკნაველიძემ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მუშაობის შესახებ ისაუბრა.
როგორც კიკნაველიძემ განმარტა, დეპარტამენტი სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულებს იკვლევს. მისივე თქმით, ამ ტიპის დაახლოებით ასამდე საქმეზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა.
„თუკი არსებობს მონაცემები გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ან სხვათა მიმართ, რომ კონკრეტული პირის მიმართ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, ეს შეიძლება ყოფილიყო იძულება, დაშინება, მუქარა ან უკანონო აქტის გამოცემა, ამას შესაბამისი დეპარტამენტი გამოიძიებს. ასეთი ტიპის დაახლოებით ასამდე საქმეზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა“, – აღნიშნა პაატა კიკნაველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები