„სწორი იქნება, თუ მთავარი პროკურორი, პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტის მიერ იქნება არჩეული“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრმა პაატა კიკნაველიძემ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პროკურატურის რეფორმის შესახებ ისაუბრა.
კიკნაველიძე მიიჩნევს რომ მთავარი პროკურორის გამწესება პრეიზდენის და პარლამენტის ერთობლივი კომპეტენცია უნდა იყოს.
„ 2012 წლის შემდეგ გადაიდგა ნაბიჯები იქითკენ, რომ პროკურატურა პოლიტური ხელისუფლების ნაწილი არ ყოფილიყო. მრავალი კონცეფცია არსებობს, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო სწორი მოდელი იქნება, მთავარი პროკურორი პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტის მიერ იქნეს არჩეული. არის ვარიანტი, რომლითაც იუსტიციის მინისტრი წარადგენს. პოლიტიკური დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი არსებული კონსტიტუციის ფარგლებში მიღწეული იქნება იმ შემთხვევაში, თუკი მთავარი პროკურორის გამწესება პრეზიდენტის და პარლამენტის ერთობლივი კომპეტენცია იქნება“,- განაცხადა პაატა კიკნაველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები