საქართველოსა და ბელორუსიის პრეზიდენტების შეხვედრა დასრულდა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და მისი ბელორუსი კოლეგის ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრა დასრულებულია. აღნიშნული შეხვედრა 45 წუთის ნაცვლად, საათნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს.
“მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ საგანგაშო ვითარებასა და არსებულ საფრთხეებზე იმსჯელეს. საქართველოს პრეზიდენტმა ბელორუს კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში შექმნილ ვითარებას. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში ბელორუსიის პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტის მნიშვნელობა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს ვიზიტი ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს”, – აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები