საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ჟანრი ლოლაშვილის გამოფენა გაიხსნა
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული წარმომადგენლის, მსახიობ ჟანრი ლოლაშვილის პერსონალურ გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ავტორის მიერ სხვადასხვა წლებში შესრულებული 100–მდე ნამუშევარი. ჟანრი ლოლაშვილი 1959 წლიდან ხატავს. მას გამოფენები ჰქონდა გერმანიასა და რუსეთში (საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში). საქართველოში მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, ჰქონდა ასევე ერთი პერსონალური გამოფენა. მიუხედავად ამისა, ეს არის პირველი მასშტაბური ექსპოზიცია, რომლითაც ფართო საზოგადოება ჟანრი ლოლაშვილს როგორც მხატვარს, ისე გაიცნობს.
გამოფენის გახსნას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და სხვა მოწვეული სტუმრები. გამოფენა 5 მაისამდე გაგრძელდება. გამოფენის ორგანიზატორები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.