ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან, 23 აპრილიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2539 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2531 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0008 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები