ევროკავშირის მორიგი დახმარება საქართველოს – ასოცირების შეთანხმების განხორციელების ხელშესაწყობად 8 მილიონი ევრო გამოიყოფა

საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად და საჯარო უწყებების მუშაობის გამჭვირვალობის ხელშესაწყობად ევროკავშირი 8 მილიონ ევროს გამოყოფს.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ასოცირების შეთანხმების პრიორიტეტების განხორციელებაში დაეხმარება.
“ევროკავშირის დახმარების ძირითად მიზანს მოსახლეობისთვის გაუმჯობესებული მომსახურებისა და სერვისების მიწოდება წარმოადგენს. აღნიშნული დახმარებით გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში საქართველოს საჯარო უწყებები ექსპერტულ დახმარებას მიიღებენ, რათა კონკრეტულ სექტორებში გააუმჯობესონ თავიანთი მომსახურება და გარემოსდაცვით სფეროში ევროპული გამოცდილების შესაბამისად დახვეწონ კანონმდებლობა. ამასთან, პროგრამის განხორციელების შედეგად ხელი შეეწყობა მოსახლეობისთვის გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდებას გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით. დახმარებას ასევე მიიღებს მონაცემთა გაცვლის სააგენტო, საქართველოს პარლამენტი და გენდერულ საკითხთა უწყებათშორისი კომისია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები