ლუკაშენკოსთან შეხვედრისას ქართული მხარე მირზა გელოვანის საქართველოში გადმოსვენების საკითხს დააყენებს

„ ბელორუსიის პრეზიდენტთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას ქართული მხარე ქართველი პოეტის მირზა გელოვანის საქართველოში გადმოსვენების საკითხს დააყენებს“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
„ჩვენ გვინდა დიდი ქართველი პოეტი მირზა გელოვანი საქართველოში გადმოვასვენოთ. ვნახოთ, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ იმ დღის წესრიგში, რომლითაც მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს, პრეზიდენტს და პრემიერ -მინისტრს ექნებათ შესაძლებლობა, ეს საკითხები დააყენონ“, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა. 27 წლის ქართველი პოეტი მირზა გელოვანი ბელორუსიაში, მდინარე დასავლეთ დვინის გადალახვისას მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, 1944 წელს მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები