რუსეთში დაკავებულია მეცნიერი, რომელსაც სახელმწიფო ღალატი ედება ბრალად

ნიჟნი ნოვგოროდის სასამართლომ რუსეთის ფედერალური ბირთვული ცენტრის ყოფილი მეცნიერ-მუშაკი ვლადიმერ გოლუბევი დააპატიმრა. როგორც დაკავებული მეცნიერის ადვოკატმა ევგენი გუბინმა განაცხადა, გოლუბევს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ასაფეთქებელი ნივთიერებების სპეციალისტმა ვლადიმერ გოლუბევმა 2013 წელს მოამზადა სამეცნიერო მოხსენება კონფერენციისთვის, რომელიც ჩეხეთში გაიმართა. ამ მასალების გამოქვეყნების შემდეგ, 2014 წელს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის მუხლით. დაცვის მხარის ვერსიით, არანაირი სახელმწიფო საიდუმლოება მას არ გაუცია, ხოლო ეს მასალები ადრეც არაერთხელ გამოქვეყნებულა. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამრთლის კოდექსის მუხლი „სახელმწიფო საიდუმლობის გაცემა“ 4 წლამდე პატიმრობას, ხოლო მძიმე შედეგების შემთხვევაში – 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები