ლევან მამალაძე: მარგველაშვილი კიევში სააკაშვილს შეხვდა

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე „კვირის ქრონიკასთან” საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში დაბრუნება “ტრიუმფით” სურს. შემდეგ კი მისი მოწინააღმდეგეების სისხლში ჩახშობას გეგმავს. მამალაძის განმარტებით, ამის გაკეთება სააკაშვილს მარტისთვის სურდა და ახლა მაისისთვის გადადო. აღსანიშნავია ისიც, რომ “კვირის ქრონიკასთან” ინტერვიუში მამალაძე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შესაძლო ღალატზეც საუბრობს და აცხადებს, რომ თუ სააკაშვილს მომხრეების საკმაო რაოდენობა ეყოლებოდა, შესაძლებელი იყო, რომ მარგველაშვილსაც მისთვის დაეჭირა მხარი.
„თვალნათლივ ჩანს, მარგველაშვილმა რა არჩევანიც გააკეთა. ხალხმა ხმა ბიძინა ივანიშვილს მისცა და გიორგი მარგველაშვილი ასე გახდა პრეზიდენტი. სააკაშვილის პარტიის ლიდერები მარგველაშვილის ბავშვობის მეგობრები არიან. მარგველაშვილი კიევში სააკაშვილსაც შეხვდა ფარულად. მიშას 50 ათასი კაცი რომ შეეკრიბა, ყველა დაინახავდა, მარგველაშვილი სადაც დადგებოდა. ვინც პრეზიდენტად დასვა, იმას განუდგა და მისგან სხვას რას უნდა ველოდოთ”, – განაცხადა მამალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები