რატომ იჩხუბეს ზურაბ ჟვანიამ და მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის ერთ-ერთ სასტუმროში

„სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, რომლის მიმართაც სიმპატიით განეწყობი“, – ამბობს მსახიობი გიორგი გურგულია გაზეთ „ასავალ-დასავალთან ინტერვიუში.
მსახიობი გამოცემასთან წარსულს იხსენებს და ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე საუბრობს.
„რაღა შორს წავიდე, ისე ჭამს, მის გვერდით ჭამა აღარ მოგინდება. ერთ ფაქტს გიამბობთ. მიშა და ზურაბ ჟვანია ამერიკაში კონგრესმენებს ხვდებოდნენ, მიართვეს ნამცხვარი „შუ“, რომელსაც ზემოდან შაქრის პუდრა ეყარა. მიშამ ისე ჩაკბიჩა, რომ მთელი შაქარი გვერდით მდგომ ერთ კონგრესმენს ფრაკზე მიაფრქვია. ამაზე ზურა გადაირია და შემდეგ სასტუმროში საშინელი ჩხუბი მოუვიდათ. აი, ეს კაცი უნდა ყოფილიყო კიდევ ბევრი წელი ქართული პოლიტიკის მატარებელის მესაჭე? კიდევ კარგი, რომ ქართველმა ხალხმა ეს კაცი მოიცილა“, – აცხადებს მსახიობი.
მსახიობი ამავე ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ჟვანიას პოლიტიკურ წარსულზეც საუბრობს. „ჟვანიას არ ეგონა, რომ თავისი ბანაკიდან დაარტყამდნენ. მიშაც ჟვანიას შექმნილიყო და ნინო ბურჯანაძეც, საერთოდ, ჟვანიას ნინო ბურჯანაძე უნდოდა პრეზიდენტად. იცოდა სააკაშვილის ფსიქიკის შესახებ. მაგრამ ბურჯანაძის პიარი კრახით დასრულებოდა მისი ოჯახის წარსულის გამო და საარჩევნოდ აუცილებლად წამოაძახებდნენ, ამიტომ მიშა დაჯდა პრეზიდენტად“, – აღნიშნავს გურგულია.
გიორგი გურგულია ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებას შორის პარალელებს ავლებს.
„ახლა კანცელარიაში ტახტის ყიდვაზე რომ ერთი ამბავი ატეხეს, თვითონ თვითმფრინავებს ყიდულობდნენ, სტრიპტიზ-კლუბებში იხდიდნენ ფულს, მიშას რომელ მუსიკოსებზეც სექსუალური ღელვა ეწყებოდა, ის ჩამოჰყავდათ. აღარ გვინდა ამ ყველაფრის განმეორება“, – ამბობს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში მსახიობი გიორგი გურგულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები