ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი, 20%-ის ნაცვლად, 5%-ით დაიბეგრება

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილებების თანახმად, ფიზიკური პირის მიერ ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი 20%-ის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრება.
მისივე ინფორმაციით, ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელი ბინის თუ ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალიც, 20%-ის ნაცვლად, 5%-ით დაიბეგრება.
„ცვლილებებით, ჯარიმები და საურავები მნიშვნელოვნად მცირდება. შეღავათები ასევე, ავტოიმპორტიორებისთვისაა გათვალისწინებული. კერძოდ კი, განბაჟების ვადებთან დაკავშირებით დაკისრებული ჯარიმების ამნისტია მოხდება, ასევე, განბაჟების ვადა 60 დღემდე გახანგრძლივდება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები