„ერთ წელიწადში ციხეებიდან 19 ცხედარი გამოასვენეს“

ერთ წელიწადში ციხეებიდან 19 ცხედარი გამოასვენეს, – ამ სათურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, პროკურატურის ინფორმაციით, 2014 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა გარდაცვალების 19 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან მხოლოდ ერთ საქმეზე ცნეს ბრალდებულად რამდენიმე პირი. „ერთ საქმეზე დანაშაულის არარსებობის გამო გამოძიება შეწყდა, დანარჩენ ჩვიდმეტ საქმეზე კი სისხლის სამართლებრივი დევნა არ არის დაწყებული და ამ დრომდე გამოძიება მიმდინარეობს. ამასთანავე, ცხრამეტი შემთხვევიდან მხოლო ერთი საქმის კვალიფიკაცია მოხდა – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), თერთმეტ შემთხვევაში საქმე დაკვალიფიცირდა 116-ე მუხლით ( სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით), ხოლო შვიდი საქმის კვალიფიკაცია მოხდა 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა)“, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები