თოფაძის პასუხი ალასანიას: როდის დავაძალე ჩემი ლუდი დაელია, ან აქამდე რატომ სვამდა?

ალასანიას მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, რომელიც მან ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში გააჟღერა და რომლის თანახმადაც ის გოგი თოფაძის ლუდს პრინციპულად არ დალევს, თავად გოგი თოფაძე პასუხობს. როგორც ბიზნესმენი საგაზეთო ინტერვიუში აღნიშნავს, ამ განცხადების შემდეგ ლუდის რეალიზაციამ მოიმატა. თოფაძე ალასანიას, აღნიშნულის გამო მადლობასაც უხდის. “ძალიანაც კარგი თუ არ დაულევია, როდის დავაძალე ჩემი ლუდი დაელია. ან აქამდე რატომ სვამდა? ამბობს, რომ ნატოს მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო მიცხადებს პროტესტს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება არასოდეს დამიმალავს. ამის შესახებ ალასანიამაც იცოდა. მაინტერესებს აქამდე რატომ არ გამოუცხადა ჩემს პროდუქციას ბოიკოტი,” – აცხადებს თოფაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები