რა შემთხვევაში განაახლებს ინტერპოლი ადეიშვილის ძებნას?

რა შემთხვევაში განაახლებს ინტერპოლი ადეიშვილის ძებნას – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში თემაზე; “სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დევნილი ბიზნესმენი“, ლევან ქიძინიძე საუბრობს. ბიზნესმენი განმარტავს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება განაახლოს ინტერპოლმა ადეიშვილის ძებნა.
“ლტოლვილის სტატუსი თუ ევროპის სახელმწიფომ მიანიჭა რომელიმე პირს (მისი მოპოვება ძალიან ძნელია), ამ სტატუსის გაუქმება დაკავშირებულია დიდ სირთულეებთან. მაგალითად, გერმანიის კონსტიტუციის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც რეგულირდება გერმანიის ფედერალური კანონით დევნილთა შესახებ, განმარტავს: თუ პირი დაამტკიცებს, რომ მას მისი სამშობლო დევნის პოლიტიკური, რელიგიური ან სხვა მრწამსის ან სხვა ისეთი მიზეზით, რითაც ირღვევა ევროპის კონვენციით არსებული ადამიანის უფლება და თავისუფლება (პოლიტიკური თავშესაფარი არ მიენიჭება მხოლოდ ნარკოტიკებით მოვაჭრეებს ან ტერორისტებს) და მის სიცოცხლეს და თავისუფლებას ემუქრება საფრთხე, გერმანია ვალდებულია, შეიფაროს ლტოლვილის სტატუსით მთხოვნელი პირი. პირს, რომელსაც მიენიჭება პოლიტიკური თავშესაფარი ან ლტოლვილის სტატუსი (ამ სტატუსს ანიჭებს ლტოლვილთა აღიარების გერმანიის ფედერალური სასამართლო, ინტერპოლს ეგზავნება შესაბამისი მასალები, სასამართლოს დადგენილება), მას შლიან ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიიდან, მას ეძლევა კონვენციის პასპორტი და შედის საინფორმაციო ბაზაში. თუ საქართველო ბრალს წაუყენებს ადეიშვილს და დაუმტკიცებს, რომ ის დაკავშირებული იყო ტერორისტებთან ან ნარკომოვაჭრეებთან და დაუმტკიცდება ბრალი, მაშინ შესაძლებელია, სტატუსი გაუუქმონ და ინტერპოლმა განაახალოს მისი ძებნა. არის ერთი გამონაკლისი: პირს უუქმდება თავშესაფარი, თუ პირი, რომელიც ასეთ სტატუსს 180 კალენდარული დღის განმავლობაში არ შევა იმ ქვეყანაში, სადაც ასეთი სტატუსი მიანიჭეს“, -აცხადებს ბიზნესმენი ლევან ქიძინიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები