ოთარ კახიძე: ადეიშვილს მრჩევლის სტატუსი აქვს და უკრაინის მთავრობას ის რეფორმების გატარებაში ეხმარება

იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, ადეიშვილის ინტერპოლით ძებნის შეჩერების მიზეზი ის იყო, რომ მისი დევნისთვის საკმარისი მასალა რეალურად არ არსებობდა. ხოლო შეკითხვაზე, თუ სად იმყოფება ზურაბ ადეიშვილი ამ ეტაპზე, ადეიშვილის ადვოკატმა “კვირის პალიტრასთან” საუბარში განაცხადა, რომ მას უკრაინაში მრჩევლის სტატუსი აქვს და ის უკრაინის მთავრობას რეფორმების გატარებაში ეხმარება.
” – გაუგებარია, თუ საკმარისი მასალები თავიდანვე არ არსებობდა, ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილი ძებნილთა სიაში რატომ ჩასვა?
– მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ინტერპოლს ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ მასალები წარუდგინა, ჩვენი კორესპონდენციაც წარვადგინეთ. მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. როგორც ჩანს, ეს საკმარისი აღმოჩნდა…
– ადეიშვილის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ “თბილისის განვითარების ფონდიდან” თანხები “ნაციონალური მოძრაობის” დასაფინანსებლად პირადად “გადაქაჩა”.
– ამ დოკუმენტს სამართლებრივი ძალა არა აქვს, ის სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიჩნია… – სად არის დღეს ზურაბ ადეიშვილი?
– ზურაბ ადეიშვილი რეფორმების გატარებაში ეხმარება უკრაინის მთავრობას. მას მრჩევლის სტატუსი აქვს, ვერც იმას დაგიდასტურებთ, რომ პოლიტიკური თავშესაფარი უნგრეთმა მიანიჭა. ადეიშვილს საქართველოში ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით დაუსწრებლად წაუყენეს. მას ასევე ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოცირების ორგანიზება”, – აცხადებს ადეიშვილის ადვოკატი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები