უკრაინული გამოცემა „სლოვო.ნეტ“ : სააკაშვილის ოჯახი უკრაინაში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობს

უკრაინული გამოცემა „სლოვო. ნეტ“ სტატაის აქვეყნებს, რომელშიც სანდო წყაროზე დაყრდნობით საუბარია იმის თაობაზე, რომ 2015 წლის იანვარში, ექიმების ჯგუფს, რომლებიც სხეულის ნაწილების ტრანსპლანტაციით არიან დაკავებულები, კიევში მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი ახლდა თან.
„სლოვო. ნეტ“ – ის წყაროს მტკიცებით, უკრაინაში ვიზიტის დროს სანდრა რულოვსი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს, ალექსანდრე კვიტაშვილს და სამხედროებს შეხვდა.
გამოცემა წერს, რომ ექიმებმა, რომლებიც რულოვსთან ერთად იმყოფებოდნენ, უკრაინელ კოლეგებს ტრენინგი ჩაუტარეს, თუ როგორ უნდა მოახერხონ ტრანსპლანტაციის წარმოება საველე პირობებში და მაქსიმალური ეფექტის მიღება.
“მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი, გენერალი მუჟენკო სქემის ეფექტურობაში დაარწმუნა. სქემა კი შემდეგში მდგომარეობს: ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში დაშავებულებს და ახლად გარდაცვლილებს, ქართველი სამხედროებისა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ სპეციალურ ტრანსპორტში გადაიყვანენ, რომელიც საჭირო ინსტრუმენტებით იქნება აღჭურვილი და ექიმები ორგანოების ამოჭრას გზაშივე შეძლებენ, ხოლო უფრო რთული ოპერაციისთვის ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში განლაგებულ სტაციონარულ პუნქტებში გადაიყვანენ“, – წერს გამოცემა.
„სლოვო.ნეტ“-ის ვერსიით, ამის შემდეგ მოხდება ადამიანის ორგანოების ავიატრანსპორტით საჭირო ქვეყნებში გადაგზავნა, ხოლო “გადამუშავებული მასალა” უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსს მიიღებს. გამოცემის ინფორმაციით. ეს სქემა წარმატებულად იყო გამოცდილი მიმდინარე წლის თებერვალში, როდესაც 82 უკრაინელი ჯარისკაცი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. „სლოვო.ნეტი“ ასევე წერს, რომ გასულ წელს ეს ბიზნესი იულია ტიმოშენკოს ადვოკატმა სერგეი ლოსენკომ ჩააგდო, რადგანაც “აზოვის” ბატალიონის მეთაურმა სემენჩენკომ ვერ მოახერხა დავალების კარგად შესრულება და “უხარისხო” ორგანოები გადააგზავნა.
აღნიშნულ საკითზე ლოსენკოსა და გერმანელი ექიმის სატელეფონო საუბრები მედიაში გავრცელდა“
გამოცემის წყაროს მტკიცებით, სანდრა რულოვსს ორგანოებით ვაჭრობის გამოცდილება აქვს. “სანდრა რულოვსი საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის დროს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებდა ადამიანის ორგანოების აშშ-სა და ევროპაში გატანის მხრივ. მისი ორგანიზებით, ქართველ პატიმრებს, რომლებიც ციხის საავადმყოფოში ხვდებოდნენ, ორგანოებს აცლიდნენ და გარდაცვალების მიზეზად სხვადასხვა დაავადებას ასახელებდნენ. მათ ბალზამირების დროს აცლიდნენ ორგანოებს და ამის შემდეგ უბრუნებდნენ ოჯახის წევრებს გარდაცვლილს, შავ ბაზარზე ერთი ადამიანის ორგანიზმიდან ამოღებული ორგანოების საერთო ფასი 1 700 000 დოლარს აღწევს”, – წერია სტატიაში, რომელიც პორტალმა „სლოვო.ნეტ“-მა გამოაქვეყნა.

869x421xfejkk.jpg.pagespeed.ic.aVTgLbM0FBb2DvJMK1hR Evropa-zar-3

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები